კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს deam.store-ის მიერ კლიენტთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. ჩვენი მიზანია თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვა და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს თუ მომხმარებლების რა ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა და რა მიზნებისთვის ხდება აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პერიოდულად შესაძლოა მოხდეს აღნიშნული ველის განახლება. შესაბამისად თუ გსურთ გაეცნოთ აღნიშნულ ცვლილებებს ეტაპობრივად შეამოწმეთ აღნიშნული გვერდი.
1. ინფორმაციის შეგროვება
საჭიროებისამებრ უფლებას ვიტოვებთ შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, დავამუშავოთ და გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ. ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- მობილური ტელეფონის ნომერი;
- მისამართი;
სხვა ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელების მეშვეობით ან სხვა საშუალებებით არ ინახება ჩვენ მონაცემთა ბაზაში.
ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ვებსაიტზე მონახულებული გვერდები;
- ვებსაიტზე შემოსვლის დრო;
- IP მისამართი;
- ნებისმიერი შევსებული ფორმიდან და გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია;
- სხვა საკომუნიკაცია ინფორმაცია;
2. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომსახურების გასაწევად და თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მოსაწოდებლად:
- თქვენი იდენტიფიცირებისთვის;
- თქვენთან დასაკავშირებლად;
- მომსახურების წინასწარ განსაზღვრული პირობების შესასრულებლად;
- ჩვენი მარკეტინგული საქმიანობის გასაუმჯობესებლად;
ჩვენ არ ვუზიარებთ არანაირ ინფორმაციას მესამე პირებს სპეციალური შემთხვევების გარდა, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ მე-5 სექციაში. შესაბამისად ნებისმიერი პირადი ინფორმაციის დეტალები, რომლებსაც ჩვენ გაგვიზიარებთ დარჩება კომპანიის ბაზაში. ამ ინფორმაციასთან წვდომა ექნება მხოლოდ ჩვენი კომპანიის იმ დეპარტამენტს, რომელიც პასუხიმსგებელია თქვენთვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
3. “ბმულების” გამოყენება
“ბმულები: შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. „ბმულები“ არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას ეს გახლავთ მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია იმის გამომხატველი თუ რა ქმედებებს ანხორციელებთ ჩვენ ვებსაიტზე და რომელ ვებ გვერდებს სტუმრობთ. „ბმულების“ გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვისიდან სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი და შემოგთავაზოთ პერსონალიზირებული მომსახურება.
თუ არ გსურთ მსგავსი სტატისტიკური ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ წაშალოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენი ბრაუზერიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი წვდომის შეზღუდვამ შესაძლოა შეზღუდოს ჩვენი ვებსაიტის გარკვეული ფუნქციონალი შესაბამისად რეკომენდირებულია რომ არ შეზღუდოთ ეს წვდომა.
4. ინფორმაციის შენახვა
ინფორმაცია ინახება ჩვენს დაცულ სერვერზე და დაშიფრულად ხდება მისი მიმოცვლა თქვენივე უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ზომებისა ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არასოდეს არ არის ბოლომდე დაცული. არსებობს მცირე შანსი რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს. თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გამჟღავნებისას. რამაც შესაძლოა თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება საფრთხეში ჩააგდოს.
იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დაშიფრულად მოხდეს თქვენი პირადი ინფორმაციის მიმოცვა მხოლოდ და მხოლოდ იმ დეპარტამენტებს შორის, რომლებიც საჭიროებენ აღნიშნულ ინფორმაციას რათა გაგიწიონ მომსახურება.
5. ინფორმაციის გამჟღავნება
შეიძლება პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტებთან.
მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს მხოლოდ:
- ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა სრულად გადაეცეს ახალ მფლობელს;
- სახელმწიფოს მიერ კანონის ფარგლებში მოთხოვნის საფუძველზე;
- საპროცესინგო ან სხვა მესამე პირს, რომელიც გადახდის პროცესინგს უზრუნველყოფს, რაც ასევე საჭიროა თქვენთვის მომსახურების გასაწევად.
- ჩვენ ასევე შესაძლოა გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან/და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან/და ვებსაიტის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
- წინამდებარე პოლიტიკის დაცვისა და განხორციელებისთვის;
- ჩვენი ვებსაიტით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვისა და განხორციელებისთვის;
- ვებსაიტის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვისთვის.
6. მესამე პირის ბმულები
თქვენ ასევე შეიძლება შეხვდეთ მესამე პირის ბმულებს ჩვენს ვებსაიტზე. ყველა მესამე პირს აქვს თავისი კონფიდენციალურობის ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ ეთანხმებით თუ გადახვალთ აღნიშნულ ბმულზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირის ვებსაიტზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენ ვებსაიტზე. შესაბამისად, ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაზიაროთ მესამე პირის ლინკები თუ სრულად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, შეუძლებელია მუდმივად მათი ქმედებებისთვის თვალის დევნება. შესაბამისად მესამე პირის ლინკზე გადასვლის შემთხვევაში რეკომედირებულია გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.
7. ასაკი
ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის.
8. საკონტაქტო საშუალებები
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ან/და ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით. აღნიშნული მოიაზრებს სხვადასხვა სახის შეტყობინებებს მანამ სანამ არ განაცხადებთ უარს მსგავსი შეტყობინებების მიღებაზე.
9. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში
აღნიშნული გვერდი ყოველთვის მოიცავს უახლეს ინფორმაციას ჩვენი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შევა აღნიშნული კუთხით გამოქვეყნდება მოცემულ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე სახის მატერიალური ან არსებითი ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ვებსაიტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
10. ჩვენთან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: +393881544889.