მიტანის სერვისი​

დანიშნულების ადგილი

დეამის ონლაინ მაღაზიაში ყველა მოდელი დამზადებულია იტალიაში. შესაბამისად ტრანსპორტირება ხდება იტალიიდან მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენ ვიყენებთ UPS-ის მომსახურებას ტრანსპორტირებისთვის. საქართველოს მასშტაბით ხშირად ხდება სხვა სატრანსპორტო კომპანიების გამოყენებაც.

ტრანსპორტირების დრო და ფასი

შეძენის შემთხვევაში ჩვენ 24 საათში ვამზადებთ და ვაწვდით საკურიერო კომპანიას გადახდის დასტურის მიღების შემდეგ. 

ჩვენი შიფინგის დეპარტამენტი მუშაობს ყოველ დღე. შესაბამისად ტრანსპორტირება ხდება არა მხოლოდ სამუშაო დღეებში არამედ შაბათ-კვირასაც.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ უმოკლეს დროში ვაწვდით UPS-ს შენაძენს, მიტანის დრო განსხვავებულია თქვენი ლოკაციიდან გამომდინარე. როგორც უკვე მოგახსენეთ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ UPS-ს და ტრანსპორტირების დრო დამოკიდებული იქნება ქალაქზე საიდანაც შეუკვეთავთ.

იტალიის მასშტაბით ტრანსპორტირება საჭიროებს 1-2 სამუშაო დღეს შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

მსოფლიოს მასშტაბით ტრანსპორტირება UPS-ით მოითხოვს 2-5 სამუშაო დღემდე. მაგრამ საქართველოს მასშტაბით ასევე ხელმისაწვდომია სტანდარტული ტრანსპორტირების მეთოდი რაც საჭიროებს შედარებით მეტ დროს მაგრამ შედარებით დაბალი ტარიფით გამოირჩევა.

ტრანსპორტირების ფასი დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო კომპანიაზე და დანიშნულების ადგილზე.

გზავნილის მონიტორინგი

როგორც კი განათავსებთ შეკვეთას და გადავცემთ კურიერს, ექსპრეს მეთოდის არჩევის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იმეილის სახით თრექინგ კოდს რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ სტატუსის მონიტორინგი.

სტანდარტ მეთოდის არჩევის შემთხვევაში იმეილის სახით მიიღებთ შეტყობინებას თუ რამდენ ხანში მიიღებთ შენაძენს. კითხვების შემთხვევაში ყოველთვის შეგეძლებათ დაუკავშირდეთ ჩვენ საფორთს და მიიღოთ განახლებული ინფორმაცია.

Close ჩემი კალათა
Close სურვილები
Recently Viewed Close
Close

Close
ნავიგაცია
კატეგორია