დაბრუნების პირობები

დეამის მიზანია თქვენი კმაყოფილება. შესაბამისად ყველა შენაძენი გადის წინასწარ დათვალიერებას სანამ გამოიგზავნება. შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული რომ ზუსტად მიიღებთ ისეთ მოდელს როგორიც სურათზეა წარმოდგენილი.

ასევე სურათები რასაც ხედავთ ჩვენ ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში არ გახლავთ დამუშავებული და ზუსტად ასახავს პროდუქტის მახასიათებლებს.

რა შემთხვევაში შეიძლება ნივთის დაბრუნება?

როგორც მოგეხსენაბთ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა მოდელი უნიკალურია და არ ხდება მასობრივი წარმოება. ამავდროულად მაკრამე მარტივად იღებს ტანის ფორმას და შესაბამისად ჩაცმის შემდეგ დაბრუნება შეუძლებელია.

იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვსარგებლობთ საკურიერო კომპანიის მომსახურებით, გთხოვთ ნივთი გახსნათ მიღებისთანავე კურიერის თანდასწრებით. თუ ტრანსპორტირების შედეგად ნივთს აღმოაჩნდება რაიმე წუნი (მსგავსი შემთხვევა არ გვქონია არასოდეს რადგან სანდო საკურიერო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ) შეგიძლიათ კურიერს უკან გამოატანოთ.

სხვა შემთხვევაში ნივთის აღების შემდეგ მისი დაბრუნება შეუძლებელია ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო.

ფულის დაბრუნების პოლიტიკა

თუ შეკვეთის გაუქმებას გადაწყვეთ მანამ სანამ თქვენი შენაძენი გამოიგზავნება დაგვიკავშირდით და თანხა დაგიბრუდნებათ ანგარიშზე უმოკლეს დროში.

ხოლო თუ ნივთის მიღებისას გახსნით კურიერის თანდასწრებით და ნივთს აღმოაჩნდება წუნი შეგიძლიათ შენაძენი უკან გამოატანოთ და ნივთის საწყობში დაბრუნებისთანავე დაგიბრუნდებათ თანხა იმავე ანგარიშზე რომლითაც გადაიხადეთ.

Close ჩემი კალათა
Close სურვილები
Recently Viewed Close
Close

Close
ნავიგაცია
კატეგორია