დეამი არის მარკამეს ონლაინ ტანსაცმლის მაღაზია რომელიც დაარსდა მილანში, იტალიაში ქართველი დიზაინერის მიერ. მაღაზიის შექმნის მიზანია ვინტაჟური სტილის კაბების და სხვა ტანსაცმლის დამზადება ბოჰემურ სტილში. 

ჩვენ გვჯერა რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და თქვენთვის ისეთი ტანსაცმლის შეთავაზება რომელიც უნიკალურად ერთ მოდელად იწარმოება უმნიშვნელოვანესია. იმისათვის რათა იყო გამორჩეულია აუცილებელია გამოხატო შენი კრეატიული მხარე ტანისამოსით და ჩვენი უნიკალური მოდელები მოგცემთ საშუალებას ხორცი შეასხათ ამ სურვილს.

დიზაინერის შესახებ

ჩვენი ტანსაცმლის მაღაზია დაარსებულია ქართველი დიზაინერის მიერ რომელიც თავისი უნიკალური ხედვით ცდილობს შექმნას რაც შეიძლება მეტი უნიკალური მოდელი. ჩვენთან წარმოდგენილია გოგოს მოდური კაბები, ტოპები, ქვედაბოლოები, ჟაკეტები და სხვა სახის ნაქსოვი პროდუქცია, რომლებიც გამოირჩევა უზორების მრავალფეროვნებით.

ტანსაცმლის მაღაზია დეამი და მისი უნიკალურობა

ჩვენი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გამოირჩევა სხვა პოპულარული ბრენდებისგან ისეთები როგორიცაა ზარა, მანგო და სხვა მისი უნიკალურობით. სამწუხაროდ ცნობილი ბრენდების მთავარი მიზანი პროდუქციის მას წარმოება და მოგების ზრდაა. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა შეიძინოთ უახლესი კოლექციის მოდელები ვერასოდეს იქნებით დარწმუნებული რომ რა ივენთზეც გნებავთ მიხვიდეთ სხვას არავის ეცმევა ზუსტად იგივე მოდელი. 

დეამი არის ტანსაცმლის მაღაზია სადაც ყოველი შეძენილი პროდუქტი უნიკალურია და არ ხდება მათი წარმოება არც ზომის და ფერის მიხედვით. შესაბამისად ჩვენთან წარმოდგენილი ქალის ტანსაცმელი არის გამორჩეული, რადგან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ სხვა არავის ეცმევა იგივე მოდელი. ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ საქორწილო კაბები, ისევე როგორც საბანკეტო და საღამოს კაბები. ასევე აღნიშნული მოდელები შეგიძლიათ გამოიყენოთ პლიაჟზე კუპალნიკებზე ზემოდან ჩასაცმელად.

ხშირად დასმული კითხვები

მხოლოდ დეამში შეგიძლიათ შეიძინოთ უნიკალური მაკრამეს კაბები და სხვა ტანსაცმელი. ყველა მოდელი დამზადებულია მილანში, იტალიაში მოდის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად.
ყველა ნამუშევარი რომელსაც ჩვენს მაღაზიაში შეხვდებით არ არის მასიურ წარმოებაში გაშვებული და ყოველთვის გამოგარჩევთ გარშემომყოფებისგან.

დეამის მიზანია რომ შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის უნიკალური მოდელები. შესაბამისად ყველა ნამუშევარი დამზადებულია მაღალი ხარისხის კოტონის და ლურექსის ძაფისგან.

ყველა ნამუშევრის აღწერაში ნახავთ ზუსტ მახასიათებლებს და ზომებს რაც საშუალებას მოგცემთ წინასწარ განსაზღვროთ რამდენად მისაღები ზომაა თქვენთვის. სამწუხაროდ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია რადგან მაკრამეს თავისებურებიდან გამომდინარე პირველივე ჩაცმის შემდეგ ტანსაცმელი მოერგება თქვენი სხეულის ფორმას.
ტრანსპორტირებამდე ყოველთვის ვამოწმებთ ყველა ნივთს რათა დავრწმუნდეთ რომ არანაირი წუნი არ აქვს. შესაბამისად შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული რომ შენაძენს მიიღებთ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში როგორც სურათზეა წარმოდგენილი.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაივ ჩატის ღილაკით და ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში გიპასუხებთ. ანალოგიურად შეგიძლიათ მოგვწეროთ იმეილზე [email protected].

სამუშაო საათები

ორშაბათი:09:00 – 20:00
სამშაბათი:09:00 – 20:00
ოთხშაბათი:09:00 – 20:00
ხუთშაბათი:09:00 – 20:00
პარასკევი:09:00 – 20:00
შაბათი:10:00 – 18:00
კვირა:10:00 – 18:00
Close ჩემი კალათა
Close სურვილები
Recently Viewed Close
Close

Close
ნავიგაცია
კატეგორია